მდინარე ვერეს ხეობა
четверг, 17 сентября 2015 г.
четверг, 13 декабря 2012 г.
IV კლასის პროექტის აღწერა
1. პროექტის სახელწოდება;
,,მდინარე ვერეს ხეობა“
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა)
1–2 წინადადებით:
პროექტის თემა დაფუძნებულია
რ. ინანიშვილის ნაწარმოებში ,, ჩვენი ხევი“ წამოჭრილ პრობლემაზე , სადაც ვერეს ხეობის ანალოგიურად ვლინდება ადამიანის დაუფიქრებელი ქმედება და ამით გამოწვეული უარყოფითი როლი გარემოს დაცვაში. ამ პროექტზე მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა საზოგადოებრივი
ცნობიერების ჩამოყალიბებას, პრობლემური საკითხების დამუშავების შესწავლას და დისციპლინათშორისი გამოცდილების
გამთლიანებას ემსახურება.
3. პროექტის აქტუალობა:
ეკოლოგიური პრობლემის გამოკვეთა და წინა პლანზე წამოწევა განპირობებული იყო მოსწავლეთა ინტერესით იმ აქტუალური საკითხის ირგვლივ, რომელის
ასე ინტენსიურად შუქდებოდა პრესასა თუ
ტელევიზიაში. საქმე ეხება 2012 წელს გმირთა
მოედნისა და
თამარაშვილის ქუჩის
დამაკავშირებელი
ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის გამო ვერეს ხეობაში კერძოთ კი მზიურსა და ზოოპარკის ტერიტორიაზე
ეკოსისტემის დარღვევას.
პ.ს.
2015 წლის 13 ივნისის სამწუხარო მოვლენებმა ცხადყო ჩვენი პროექტის აქტუალობა.
4. პროექტის მიზნები და
ამოცანები:
·
მდინარე ვერეს ხეობაში
არსებული ღირშესანიშნაობების შესწავლა-გაცნობა;
·
ხეობის ეკოლოგიური პრობლემის გამოკვეთა-აღწერა;
·
პრეზენტაციისათვის საჭირო
უნარ-ჩვევების გამომუშავება-დახვეწა;
·
ჩვენი როლის დანახვა გარემოს დაცვაში (მზიურსა და ზოოპარკში მდინარე
ვერეს ნაპირებზე არსებული ნაგვის ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში დასუფთავება);
·
თემატური ექსკურსიების მოწყობა.
5. მონაწილეთა ასაკი:
9-10წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც
შეიძლება შეიქმნას:
·
8 ნამუშევარი PowerPoint -ის პროგრამაში (პრეზენტაცია
პარალელური კლასებისათვის სკოლაში);
·
გარემოს დაცვის შინაარსის პლაკატების დამზადება-წარმოდგენა სკოლის ფოიესა
და ბეთანიის ტაძრის ეზოში;
·
ნამუშევრების
კლასის ბლოგზე განთავსება.
8. პროექტისათვის საჭირო
ძირითადი რესურსები:
·
კოპიუტერი
·
საპრეზენტაციო
პროგრამა
·
პროექტორი
·
ფოტო
და ვიდეოაპარატი
·
ფორმატები,
ფანქრები . . .
·
ბლოგი
9. პროექტის მსვლელობა
(ძირითადი აქტივობები):
·
რ.ინანიშვილის ნაწარმოების ,, ჩვენი ხევი“ შესწავლა-დამუშავება-პრობლემის
გამოყოფა:
1)
ტექსტში
მოყვანილი საკითხის პარალელურად გამოვყავით ქ. თბილისში ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის
გამო გამოწვეული მდ. ვერეს ხეობის პრობლემა,
ვიმსჯელეთ მის გარშემო.
2)
მივიღეთ
გადაწყვეტილება კარგად შეგვესწავლა ხეობა სათავიდან (თრიალეთის ქედი) მის შესართავამდე(
ქ. თბილისი მდინარე მტკვარი), გამოგვეყო ყველა ღირსშესანიშნაობა, რომელიც ხეობის მიმდებარე
ტერიტორიაზეა და წარგვედგინა იგი ფართო აუდიტორიისათვის (პარალელური კლასები -პრეზენტაციისას,
სკოლის მოსწავლეები- ,,გარემოს დაცვის“ დღის მოწყობისას, და
საქ. მოსახლეობა- კლასის
ბლოგზე დადებისას)
·
მდინარე ვერეს ხეობაში არსებული ეკოლოგიური პრობლემის გამოკვეთა-განაწილება-დამუშავება-პრეზენტაცია:
1) საქართველოს რუკის დახმარებით გამოვყავით ვერეს
ხეობის ღირშესანიშნაობები თემების სახით;
Ø
დიდგორის ბრძოლა;
Ø
ქ. თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი;
Ø
ერთიან საქართველოსთვის მებრძოლ გმირთა მემორიალი;
Ø
ვერეს პარკში მდებარე ლურჯი მონასტერი;
Ø
მდინარე ვერეს ხეობის ეკოლოგიური პრობლემები.
2) 4-4 კაციანი ჯგუფები შეიკრიბა მოსწავლეთა
სურვილის მიხედვით და ლოტოტრონის საშუალებით აირჩიეს მოცემული თემები.
3) ჯგუფებში განაწილებულმა მოსწავლეება მშობლების
დახმარებით მოიძიეს მასწავლებლის მიერ მითითებულ ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაცია
და შესაბამისი სურათები.
Ø შეიკრიბნენ
ოჯახებში და მშობელი-ფასილიტატორის დახმარებით დააკონსპექტეს მოძიებული ტექსტიდან მთავარი,
გამოყვეს თემები და მიუსადაგეს შესაბამისი ფოტოები.
Ø შემუშავდა
განრიგი, რომლის მიხედვითაც გაკვეთილების შემდეგ რჩებოდნენ წინდაწინ შეთანხმებულ დღეებში
და მასწავლებელთან ერთად მუშაობდნენ PowerPoint -ში(ირჩევდნენ დიზაინს,ანიმაციას, გადასვლებს . . .)
Ø დამუშავებული
ტექსტი გაინაწილეს, გადაიწერეს და დაისწავლეს ზეპირად;
4) პრეზენტაცია (პროექტორის საშ.)
წარმოვადგინეთ პარალელური კლასების წინაშე. გვესწრებოდნენ წარმომადგენლები მე-3 და მე-5 კლასებიდანაც.
5) ექსკურსიები:
Ø
მზიური-ზოოპარკი-გმირთა მოედანი-ვერის პარკი-ლურჯი მონასტერი.
Ø
წლის ბოლოს ექსკურსია ბეთანიაში
6) დასუფთავება - ქ. თბილისში ექსკურსიისას
(მზიური-ზოოპარკი-გმირთა მოედანი-ვერის პარკი-ლურჯი მონასტერი) მზიურსა და ზოოპარკში მდინარე ვერეს ნაპირებზე დაყრილი
დანაგავი ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში დავასუფთავეთ;
·
აქტუალური
საკითხის ფართო აუდიტორიისათვის გაცნობა.
Ø მოვაწყვეთ ,, ბუნების დაცვის
დღე“ და ჩვენი დამზადებული პოსტერები წარმოვადგინეთ სკოლის ფოიეში აუდიტორიის წინაშე
;
Ø
ბეთანიაში ექსკურიისას ჩვენი ნამუშევრები გამოვფინეთ
ტაძრის ეზოში და გავაცანით მშობლებსა თუ დამთვალიერებლებს;
Ø ვიდეოთი
გადაღებული პრეზენტაციები და PowerPoint-ში დამზადებული მასალა
დავაწყვეთ ბლოგზე
10. შეფასების ობიექტი:
ü ნამუშევრის ვიზუალური და შინაარსობრივი მხარე;
ü პრეზენტაციის უნარი;
ü ურთიერთთანამშრომლობა;
ü ჩართულობა.
11. საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან
კავშირი:
v
ქართული
ქართ.
IV. 10.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული
საკითხის დასამუშავებლად.
·
ტექსტის
უკეთ გააზრების მიზნით სვამს კითხვებს წაკითხულთან დაკავშირებით;
ქართ. IV. 14. მოსწავლეს შეუძლია
წერის საწყისი სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
უბრუნდება
ნაწერს კორექტირებისთვის, ასწორებს მარტივი ტიპის შეცდომებს (ჩაამატებს, ამოშლის ან
გადასვამს ტექსტში ასოს, სიტყვას, ფრაზას/წინადადებას);
ამჩნევს და
ასწორებს საკუთარ შეცდომებს
v
ბუნებისმეტყველება
ბუნ.IV.11.მოსწავლეს
შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული
წესების დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
1. აგროვებს მონაცემებს განსხვავებული წყაროებიდან (მაგ., ფოტოები, ილუსტრაციები, უშუალო დაკვირვება), იკვლევს წარსულსა
და აწმყოში ადამიანთა საქმიანობის გავლენას ბუნებრივ გარემოზე. შედეგებს
წარმოადგენს;
2. იცავს ბუნებაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსების წესს.
ბუნ.IV.6.მოსწავლეს შეუძლია ზოგიერთი გეოგრაფიული
ობიექტის აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
3. აღწერს გეოგრაფიულ ობიექტებს, მათ შემადგენელ ნაწილებს (მაგ., მდინარის სათავე, შესართავი, კალაპოტი)
v ხელოვნება
ს.გ.IV.6. მოსწავლეს შეუძლია ითანამშრომლოს
სხვებთან, როგორც საკუთარი, ისე საერთო მიზნის მისაღწევად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მონაწილეობს
გუნდურ სამუშაოში (ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებაში, ფუნქციების განაწილებაში);
·
ჩართულია
ერთობლივი მხატვრული ნამუშევრის შექმნის პროცესში;
·
იჩენს სხვებთან
თანამშრომლობის ინიციატივას და ხალისით ეხმარება თანაკლასელებს.
ს.გ.IV.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები
და ისაუბროს მათში გამოხატულ იდეებზე
·
წარადგენს
ნამუშევრებს აუდიტორიის წინაშე ავტორის და/ან ინტერპრეტატორის როლში.
ს.გ.IV.10. მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა
სახის ღონისძიებაში.
·
მონაწილეობს
გამოფენებში;
·
დადის ექსკურსიებზე და ეცნობა
კულტურულ მემკვიდრეობას.
12. პროექტის განხორციელების რისკები, შესაძლო
ხარვეზები და მათი თავიდან აცილების გზები
წავაწყდით დაბრკოლებებს:
მოცემულ დროში ჩვენ შეგვექმნა სიძნელეები შემდეგი სამუშაოს შესასრულებლად:
დასამუშავებელი მასალა
საკმაოდ ვრცელი აღმოჩნდა და მათი კონსპექტირების
და საპრეზენტაციო ფორმატში გადაყვანის უნარები ჯერ მხოლოდ ფორმირების პროცესში გახლადათ. მოსწავლეები დიდი ხნის განმავლობაში იკრიბებოდნენ
ოჯახებში და მუშაობდნენ გაკვეთილების შემდეგ სკოლაში, რაც საკმაოდ რთული და
შრომატევადი აღმოჩნდა.არსებობდა აკრძალულ საიტებზე შემთხვევით გადასვლის რისკი. ხეობის დასუფთავების
პროცესში დაზიანების მიღების საშიშროებაც.
გადაჭრის
გზები: ამიტომ სასიხარულო და დროული იყო მშობელთა ასეთი
აქტიური ჩართვა პროექტის მსვლელობაში. ისინი მასწავლებელთან ერთად ინაწილებდნენ
ფასილიტატორის ფუნქციას და აქტიური მონაწილეობას იღებდნენ ვერეს ხეობის
დასუფთავებაში და ექსკურსიების მოწყობაშიც.
13. პროექტის
რეფლექსია:
პროექტის
დამუშავებისას მე ჩემ მოსწავლეებთან ერთად
ვისწავლეთ უამრავი უნარ-ჩვევა, რასაც დღემდე ვიყენებთ ცხოვრებაში. ეს თემა აქტუალურია
დღესაც (განსაკუთრებით ავადსახსენებელი 2015 წლის 13 ივნისის მერე) და იქნება მუდამ
სანამ ადამიანი არ ისწავლის ბუნების მოვლას. პროექტის მსვლელობისას, როგორც ზემოთ ავღნიშნე
გამოიკვეთა გარკვეული დაბრკოლებები, რომელიც მშობლების მონაწილეობით გადავლახეთ. მე
გამიჩნდა დიდი მოთხოვნილება დამეხვეწა პროექტებით სწავლების მეთოდიკა და გამევლო სათანადო
თრენინგები, რაც წელს მაქვს დაგეგმილი.
14. პროექტის ხელმძღვანელი
მასწავლებელი):
ლ. ჩიტაიშვილი
15. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
lika.chitaishvili@gmail.com
16. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი
Подписаться на:
Сообщения (Atom)